გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ორი ამერიკელი სენატორი უგზავნის - შეფასებები

30 იანვარი 2020, 15:00 1359 ნახვა

რეკომენდაციების არ შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.  კიდევ ერთი გაფრთხილება და კრიტიკული წერილი აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის წევრებისგან. 

რესპუბლიკელი სენატორი და დემოკრატი ლიდერი, საქართველოს მთავრობას წერილში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე წერენ.

კერძოდ ნათქვამია, რომ  სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით, სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე.  კომიტეტის წევრები საქართველოს მთავრობის საქმიანობაში სწორედ დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაზე საუბრობენ.  

ცნობისთვის ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ გაგზავნილი პირველი წერილია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში