არის თუ არა კორონავირუსის საფრთხე? - ჩინეთის 9 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

30 იანვარი 2020, 18:02 1359 ნახვა

ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინელ ტურისტთა ჯგუფი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს. ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ ეტაპზე, ექიმების დაკვირვების ქვეშ სამი ადამიანი რჩება. 24 წლის მამაკაცი, საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მუშაობდა. ექიმების განმარტებით, ახალგაზრდას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და ყელის ტკივილი.

არასრულწლოვნები ოჯახის წევრებთან ერთად ყაზბეგში ისვენებდნენ. ბავშვებს აღენიშნებათ 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. მედიკოსების განმარტებით სამივე მათგანს კვლევები ჩაუტარდებათ. ვირუსებზე ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდება, სხვა დამატებითი გამოკვლევები კი ადგილზე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში