ვაშინგტონის კიდევ ერთი გზავნილი თბილისს, ვკითხულობთ ისევ კრიტიკას

30 იანვარი 2020, 18:28 1495 ნახვა

ვაშინგტონის კიდევ ერთი გზავნილი თბილისს, ვკითხულობთ ისევ კრიტიკას. კონგრესმენების შემდეგ წერილის ავტორები  სენატორები არიან. ინტერესდებიან, რამდენად ერთგულია საქართველო საერთო ღირებულებების. კრიტიკასთან ერთად, წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები ჩვენს ხელისუფლებას აფრთხილებენ, თუ დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავენ, შესაძლოა  პარტნიორობა გადაიხედოს.

წერენ, რომ  არსებული პრობლემები, რუსეთს აძლევს საშუალებას საქართველოს საქმეებში ჩაერიოს. აქცენტს აკეთებენ: პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებაზე, პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობაზე, ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებსა და სასამართლო სისტემაზე. მმართველი გუნდი ისევ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციაზე საუბრობს, ასევე ინტერესდებიან, რატომ არაფერს წერენ პარტნიორები ტერიტორიების ოკუპაციაზე. ოპოზიციას კი კრიტიკა ისევ არ უკვირს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში