ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის საკრებულოს 3 წევრს ბრალი წარედგინა

31 იანვარი 2020, 14:32 3269 ნახვა

ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების 3 წევრს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით  ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში." 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში