“საქართველომ სერიოზულად უნდა აღიქვას კონგრესის შეშფოთება” - ამერიკელი მიმომხილველების შეფასებები

31 იანვარი 2020, 14:09 1642 ნახვა

შეერთებული შტატების კონგრესიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილი წერილების მნიშვნელობას აფასებენ ექსპერტები.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებენ, რომ კონგრესმენების შეშფოთების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, რომელშიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, და ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნაზეა საუბარი.

ვაშინგტონს, მომავალ კვირას საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ესტუმრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში