ქობულეთში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას მოითხოვენ

01 თებერვალი 2020, 12:56 1433 ნახვა

გზის დაგებას  და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ითხოვენ წლებია ქობულეთში,  ჭონქაძეების  ქუჩის მცხოვრებლები.  ამბობენ, რომ წვიმის დრო საკარმიდამო ნაკვეთები და საავტომობილო გზა იტბორება. რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადები ვერ მიდიან მათთან, მოსწავლეებს კი სკოლამდე მისვლა უჭირთ.  ამბობენ, რომ შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

ქობულეთის მერიამ წერილობით გვიპასუხა. სადაც წერია, რომ მათ პრობლემის შესახებ იციან. ამბობენ, რომ მიმდინარე წელს გამოცხადებულია ტენდერი, რომლის ფარგლებშიც გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის საფარს დააგებენ. 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში