ქობულეთის მერია 9 ავტომობილის რეცხვისთვის ბიუჯეტიდან 4 780 ლარს დახარჯავს

01 თებერვალი 2020, 14:43 2389 ნახვა

ქობულეთის მერია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების რეცხვისთვის  ტენდერს აცხადებს. მუნიციპალიტეტი მზადაა კომპანიას, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს 4 780 ლარი გადაუხადოს.

ტენდერში გამარჯვებულმა მთელი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 9 მანქანის რეცხვა უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო პირობების თანახმად, 2 მსუბუქი ავტომობილი, სედანი 100-ჯერ უნდა გაირეცხოს.მათ შორის მერიის ავტომობილი 40-ჯერ, საკრებულოს კი 60-ჯერ.

ჯიპის ტიპის 7 ავტომობილი კი წლის განმავლობაში სულ-398-ჯერ. მათ შორის მერიის ჯიპები 218 ჯერ,  საკრებულოს კი 180-ჯერ. მსუბუქი ავტომობილის თითო გარეცხვაში მუნიციპალიტეტი მზადაა 8 ლარი, ჯიპების რეცხვისთვის კი 10 ლარ გადაიხადოს.

მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილების რეცხვისთვის გასულ წელს ქობულეთის ბიუჯეტიდან 4 2 79 ლარი დაიხარჯა, თუმცა მაშინ ავტომობილების რეცხვის რაოდენობა ნაკლები იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში