ზამბახიძის ბრიფინგი

17 სექტემბერი 2016, 00:00 3525 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები მმართველ პარტიას. ოპოზიცია ხელისუფლებას ქობულეთში, საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავლენის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადება პეტრე ზამბახიძემ გააკეთა. მისი მტკიცებით, ქობულეთში “ქართული ოცნება” ტრენინგს მართავს, რომელსაც საარჩევნო უბნების კომისიის წევრები ესწრებიან. ამის დასადასტურებლად მან ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც მისი თქმით, პარტიის წარმომადგენელმა გადაიღო. ზამბახიძის ინფორმაციით,   ტრენინგს Dდღეს  ქობულეთის მე-12-ე საუბნო საარჩევნო   კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და 52-ე უბნის კომისიის მდივანიც ესწრებოდნენ.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს. გელა ხახნელიძის განცხადებით, პარტიის წარმომადგენელმა ინფორმაცია მას მიაწოდა, თუმცა ოლქში, მდივნის არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე სხდომის გამო ფაქტის გადამოწმება ვერ შეძლეს. ხახნელიძე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ირწმუნება, რომ საკითხს შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს. 

ამავე კატეგორიაში