ამინდი, ბათუმი - ხვალ გამოიდარებს და ზეგ 20 გრადუსამდე დათბება

04 თებერვალი 2020, 10:58 4604 ნახვა

ფოტო: Johnny Gagadze

ხვალ, 5 თებერვალს, დ​ღისით ინტენსიურად დაიწყებს გადმონაცვლებას თბილი და მშრალი ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც გამოიდარებს და მომდევნო 2 დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ხვალ ბათუმში +15, +17, ზეგ კი +19, +21 გრადუსამდე გათბება ჰაერი, იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი, რომლის სიჩქარეც დროდადრო 17-22 მეტრ წამამდე მოიმატებს.

ხუთშაბათის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე თბილი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა მთაშიც მნიშვნელოვნად მოიმატებს.

მსგავსი ამინდის ცვლილება და ტემპერატურის მკვეთრი მომატება ციკლონისწინა სიტუაციას უკავშირდება, პარასკევიდან საქართველოში გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები, რის ფონზეც ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში