დღეიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

04 თებერვალი 2020, 18:26 1643 ნახვა

როტერდამიდან მოსული პასუხები უარყოფითია - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ფაქტი დასტურდება. დღეიდან ვირუსზე ზუსტი დიაგნოზის დასმა უკვე საქართველოშიც შეიძლება. ქვეყანაში კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების რისკი კვლავ მინიმალურია.

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში 425-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, გამოვლენილია ინფიცირებულთა 20 ათასზე მეტი შემთხვევა. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო რესურსების დეფიციტია. ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. ჩინეთის გარეთ მომაკვდინებელი კორონავირუსის 150-ზე მეტი შემთხვევა 26 ქვეყანაში ფიქსირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში