რა მდგომარეობაა სკოლის ბუფეტებში?

04 თებერვალი 2020, 18:30 2263 ნახვა

როგორი ვითარებაა ბათუმის სკოლების ბუფეტებში, მშობლების ნაწილი პროდუქციის ხარისხს არ ენდობა  და ბუფეტებში არსებულ სანიტარულ ნორმებს იწუნებენ. რის გამოც ბავშვებს ბუფეტებში კვებას უკრძალავენ. იკვეთება ნიშნები, როდესაც სკოლა და  ბუფეტის თანამშრომლები არ იცავს სანიტარული კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.

თუმცა სკოლებში აცხადებენ, რომ მათ რეგულარულად ამოწმებენ და სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. მეორე პრობლემა რომელიც სკოლებში ბავშვთა კვების გამო იქმნება, აკრძალული თხილიანი და კრემიანი კანფეტების და საღეჭი რეზინების სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე გაყიდვაა, სკოლის ადმინისტრაციას კი ვაჭრობის აკრძალვის უფლება არ აქვს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში