უხანში დაბადებულ ბავშვს კორონავირუსი 30 საათში გამოუვლინდა - დედა ვირუსის მატარებელი იყო  

05 თებერვალი 2020, 17:19 2402 ნახვა

გასულ კვირას, უხანის პროვინციაში დაბადებულ ბავშვს კორონავირუსი დაბადებიდან 30 საათის შემდეგ დაუდგინდა - ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. კორონავირუსი ბავშვის დედას მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუვლინდა. 

ახალშობილი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც უხანის საავადმყოფოში ახალი ჩინური ვირუსით დაავადებულთა შორისაა რეგისტრირებული.  იგი  საავდმყოფოში სხვა პაციენტებთან ერთად იმყოფება.

გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა, რომ კორონავირუსით დაავადადებულ ქალს ბავშვი გაუჩნდა, რომელსაც ვირუსი არ დაუდგინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში