საარჩევნო სისტემა-არის თუ არა შეთანხმების მიღწევის რესურსი?

05 თებერვალი 2020, 20:03 1385 ნახვა

„სირცხვილის კორიდორების“ და პიკეტის სეზონი გახსნილია - ხელისუფლების ოპონენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს წლის პირველი აქცია გამართეს პარლამენტთან. მცდელობა დაპირების ჩამგდები დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნა იყო, თუმცა ოპოზიცია სხვა ტიპის ხმაურსაც აანონსებს. გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, რომელიც შენობაში გაცილებით ადრე შევიდა, ვიდრე აქცია დაიწყებოდა. 

არაერთი სენატორის, კონგრესმენის, თუ ევროპარლამენტარის მოწოდების მიუხედავად, მმართველი გუნდი ისევ აქციის მონაწილეებს ითვლის. ისევ აცხადებს, რომ პასუხს ოპოზიციისგან ელის. ოპოზიციის პასუხი კი ერთია - ისინი არჩევნების 100/50-ზე მოდელით ჩატარებას არ თანხმდებიან და აცხადებენ, რომ ამით თამაშის წესები არ იცვლება.

არჩევნებამდე 8 თვე რჩება - მორიგი შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა - მაგიდაზე შეუთანხმებელი მოდელი დევს - წინასწარ, ჩავარდნისთვის განწირული რაუნდი, დასავლეთისთვის ნაჩვენები მოჩვენებითი მოლაპარაკებები, თუ დარჩენილი რესურსი კონსესუსისთვის?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში