მწვავე შეკითხვები ეკატერინე ტიკარაძეს და პასუხებით უკმაყოფილო პარრლამენტარები

05 თებერვალი 2020, 20:29 1191 ნახვა

პრობლემური ჯანდაცვის სისტემის დამანგრეველი სიმპტომები - პასუხისმგებელი ჯანდაცვის მინისტრი და კითხვა - როდის დამთავრდება საავადმყოფოებში ნაცნობების ძებნა იმისთვის, რომ პაციენტს სათანადო ყურადღება მიაქციონ - ასეთი კითხვები დაისვა დღეს პარლამენტში, სადაც სიტყვით ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა. ეკატერინე ტიკარაძეს დღეს ისიც კი ჰკითხეს, ამ გადასახედიდან ხომ არ ფიქრობს რომ ის მინისტრის პოსტზე არასწორად დაინიშნა.

უთხრეს, რომ მადლობას მხოლოდ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში გადაუხდიან. მთავარი საკითხი სოციალურ მიმართულება იყო. მინისტრმა დღეს პირველად თქვა, რომ სოციალური პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.  ტიკარაძემ ბაღდათში დაღუპული ოჯახის ახლობლებსაც მიუსამძიმრა - სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ გამოჩნდა ბევრი სოციალური პრობლემა - უმუშევრობა, ბავშვთა შიმშილი და უსახლკარობა.

ამავე თემის ირგვლივ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ განმარტება მინისტრს მოსთხოვა. მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა. მწვავე შეკითხვები და მინისტრის პასუხები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში