ეუთოს დასკვნით ე.წ. გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას - სერგი კაპანაძე

05 თებერვალი 2020, 21:41 1689 ნახვა

ეუთო/ოდირის დასკვნით ე.წ. გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას - ამის შესახებ  ევროპული საქართველოს ლიდერმა, აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა. 

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეუთოს  დასკვნა ხელისუფლებას  "მთავარ არგუმენტს აცლის" უარი თქვას გერმანული მოდელის განხილვაზე.    


მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს,  ოპოზიციამ  პარლამენტში ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი დაარეგისტრირა. 

გერმანულ მოდელზე  "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ამ პროექტს მხარს ვერ დაუჭერენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში