უსკოს ახალი დამოუკიდებელი წევრი საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო  

06 თებერვალი 2020, 20:03 2066 ნახვა

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას „ქართულ ოცნებასთან“ და ასლან აბაშიძესთან დაკავშირებული ახალი წევრი  ჰყავს. ტარიელ გოგიტიძის კანდიდატურა, მალხაზ ბოლქვაძესთან ერთად, უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინა.

თორნიკე რიჟვაძეს კი მის მიერვე შექმნილმა კომისიამ შესთავაზა. დღეს უკვე დამოუკიდებელ კვოტაზე დამტკიცებული გოგიტიძე 2018 წელს ბათუმის ოლქში მმართველ გუნდს წარმოადგენდა. უფრო ადრე კი ასლან აბაშიძის სპეცსამსახურში მუშაობდა. გოგიტიძის წარსულის გარდა კითხვები მის ამრჩევ კომისიასაც ეხება. აღმოჩნდა, რომ საარჩევნო მიმართულებაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კომისიის მუშაობაში ჩართვა არავის შეუთავაზებია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში