ხელვაჩაურის აგრარული ბაზარი დაკეტილია

07 თებერვალი 2020, 14:29 2081 ნახვა

ხელვაჩაურის აგრარული ბაზარი დაკეტილია. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის მალხაზ თავდგირიძის თქმით, გახსნის შემდეგ ბაზარი უფუნქციოდ არის. მისი თქმით, აუდიტის დასკვნაც არსებობს, რომლშიც წერია რომ ბიუჯეტიდან ბაზრისთვის ყოველწლიურად 12 ათასი ლარი იხარჯება. 

აცხადებს, რომ  ბაზარს ჰყავს დირექტორი, დამლაგებელი და დარაჯი, რომლებიც უფუნქციო ბაზრის პატრონობაში ხელფასს იღებენ.  

ხელვაჩაურის  მერიაში კი განაცხადეს, რომ აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, თუმცა სეზონურად,  გაზაფხულიდან- შემოდგომამდე. მერის მოადგილის არჩილ ბარამიძის თქმით,   სამი პირი ყოველთვიურ სარგოს ბაზრის მოვლა - პატრონიბისთვის იღებს. ხელვაჩაურის აგრარული ბაზარი 300 კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში