პრემიერი გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

18 სექტემბერი 2016, 00:00 3094 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ დაიწყება.  დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები,მ მათ შორის: გაერო-ს გენერალურ მდივანთან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ბელგიის სამეფოს პრემიერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრი დაესწრება ასევე რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციების მეთაურების პატივსაცემად, ამერიკის  პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, გაერო-ს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.

ამავე კატეგორიაში