ბათუმში მთელი ღამე გზები იწმინდებოდა - მერია

09 თებერვალი 2020, 10:27 2161 ნახვა

ბათუმში, მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში გზების წმენდა მიმდინარეობდა და სანდასუფთავების თანამშრომლები პარალელურად, დათოვლილ ხე-მცენარეებს თოვლისგან ათავისუფლენდნენ.

''გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებები. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. 

ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია",-წერია ბათუმის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბათუმში ორი დღეა თოვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში