მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთი მეტრია

09 თებერვალი 2020, 12:14 2092 ნახვა

თოვს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი თითქმის 1 მეტრია, თოვლმა პრობლემები ელექტრომომარაგების კუთხით შექმნა. შუქი არ მიეწოდება ქედაში: პირველი მაისის, მერისის, ზვარისა და დოლოგნის თემის სოფლებს.

შეზღუდვებია ხულოშიც, რიყეთისა და  დანისპარაულის თემის სოფლებს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. შეზღუდვებია შუახევშიც. დენი არ მიეწოდება ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულისა და სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას.

ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეზღუდვებია ადმინისტრაციულ ერთეულებამდე დამაკავშირებელ გზებზე. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დილიდან გზები დილიდან იწმინდება. კურორტ გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა შესაძლებელი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში