უხვმა ნალექმა რეგიონის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

09 თებერვალი 2020, 18:14 1857 ნახვა

თოვლმა შეზღუდვები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებისა და გადაადგილების კუთხით მუნიციპალიტეტებში. მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია.

მაღალმთიანი აჭარის გარდა თოვს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობას მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა.

მაღალმთიან აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტთა უმეტესობას აღუდგა.  ხულოში დენი შეზღუდვით მიეწოდება დანისპარაულისა და რიყეთის ნაწილს, შუახევში ენერგომომარაგება სრულად აღდგენილია.

ქედაში შეზღუდვაა სოფელ ნამონასტრევში, სადაც შუქის გარეშე 3 აბონენტია დარჩენილი, ასევე სოფელ აგარაში აქ 40 აბონენტია გათიშული. ქობულეთში დენის გარეშე სოფელი ქაქუთია დარჩენილი. ენერგო პრო ჯორჯიის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ელექტროენერგია ყველა აბონენტს აღუდგება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში