ღამით ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

10 თებერვალი 2020, 15:25 2688 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი, ხოლო ღამის საათებში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე, ღამის საათებში, სავარაუდოდ ჰაერის ტემპერატურა -5,-8 გრადუსამდე დაიკლებს. ასეთი ყინვა საფრთხეს უქმნის ციტრუსოვან კულტურას. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური შტაბი. 

გუშინ ღამით, ბათუმში ტემპერატურა -4 დაფიქსირდა. 

ფორო: ბათუმის ბულვარი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში