უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტში მხარი დაუჭირეს

10 თებერვალი 2020, 14:45 1152 ნახვა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი დავით გაბაიძემ კომიტეტში პირველი მოსმენით წარადგინა.    

კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში