ვწყვეტთ მოლაპარაკებებს და ვიწყებთ საყოველთაო დაუმორჩილებლობას - გაერთიანებული ოპოზიცია

10 თებერვალი 2020, 18:37 1506 ნახვა

არავითარი პირველი, მეორე და მესამე რაუნდი არ გაიმართება - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ეს არის დიქტატორული რეჟიმი უკვე, როცა ასე ხდება ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაკავება და მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა დანაშულია. ამიტომ, არანაერი კონსულტაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არ შედგება. 

„არავითარი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე რაუნდი არ გაიმართება. შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს, დაპატიმრებებს, ძალადობას, ფეხებზე იკიდებს ქართველი და მსოფლიო საზოგადოების რეაქციას და მოთხოვნას, მათ შორის აშშ-ის პოლიტიკური ელიტის მოთხოვნებსა და განცხადებებს, მოლაპარაკების გაგრძელება ნიშნავს, გავაქეზოთ დიდქტატორი ოლიგარქი ახალი დანაშაულებებისაკენ. შესაბამისად, წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე, რომელიც ივანიშვილსა და მის რეჟიმს წალეკავს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დავით ბაქრაძის განცხადები კი გიგი უგულავას დაკავება, რა საბაბითაც ხდება მისი დაპატიმრება, ეს უკანონობაა რომელიც უზენაესი სასამართლოს სახელით განხორციელდა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აღარ არსებობს სამართალი, არანაირი ინსტიტუტი და ეს არის დიქტატურა:  "როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც მოხდილი აქვს სასჯელი, იმ საქმეზე დავიდან მიუსაჯო," - ამბობს დავით ბაქრაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში