„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დაკავების მოლოდინში 

10 თებერვალი 2020, 19:54 1357 ნახვა

გიგი უგულავას დააკავებენ - ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო მოდელზე მოლაპარაკებები შეწყვეტილია. თბილისის ყოფილ მერს და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლითა და 2 თვით მოუწევს. საუბარია საქმეზე, რომელზეც სასჯელი უგულავამ ერთხელ უკვე მოიხადა. ახლა უკვე განაჩენი ამავე საქმის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის სახელით გამოიტანა. უგულავას წლების წინანდელ, მერობის დროინდელ ეპიზოდში ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით საუბარია თბილისის განვითარების ფონდსა და 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაზე.

„მაშ ასე მეგობრებო - ივანიშვილმა თადუმაძის ხელით იგივე საქმეზე მომისაჯა. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“ - ეს უგულავას პირველი კომენტარია. იგი ახლა უკვე დაპატიმრებას ელოდება და ამბობს,რომ საპატრომროში თავად მივა. აცხადებს, რომ ნივთებიც უკვე ჩალაგებული აქვს რადგან ამას რელურად ისედაც ელოდა. ერთობა აშინებს ივანიშვილს.. გავაგრძელებ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვე ციხიდან - აცხადებს უგულავა. ამ განაჩენის გამოცხადებიდან მალევე ოპოზიციის გაერთიანებამ მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.  დაანონსდა საყოველთაო ქუჩის დაუმორჩილებლობა. პირდაპირ ითქვა, რომ ეს რეპრესიების გზაა, ივანიშვილი კი სპეციალურად ძაბავს ვითარებას - კიდევ რა ითქვა, რა ხდებოდა უგულავას სასამართლომდე და მის შემდეგ...

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში