სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კვლევის პრეზენტაცია

11 თებერვალი 2020, 10:01 1162 ნახვა

დღეს ბათუმის ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ექვსი თვის განმავლობაში შემუშავდება დეტალური პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის ე.წ. ჭკვიანი სისტემაზე მუშაობა.

პროექტს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი კაეფდაბლიუ დააფინანსებს. წარმოდგენილი რეკომენდაციის შედეგად ბათუმში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს კერძო ავტომობილების მოძრაობა და მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ჩაენაცვლოს, რომელიც უპირატესად ელექტროძრავებით იქნება აღჭურვილი. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში