ახალი სახეები ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციაში

11 თებერვალი 2020, 18:19 2925 ნახვა

ახალი სახეები ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციაში. მთავრობის თავმჯდომარემ  ახალ აღმასრულებელ მდივნად როსტომ აბაშიძე, ხოლო აქტივის კოორდინატორად თენგიზ აფხაზავა შეარჩია. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ პარტიას ახალი სისხლი სჭირდებოდა, ხოლო ისინი ვინც მანამდე იკავებდნენ ამ პოზიციებს, სხვაგან არიან დასაქმებულები და პარალელურ საქმიანობას ვერ განახორციელებდნენ, თუმცა პარტიის ყოფილი წევრი კახა მიქელაძე, შიდაპარტიულ განხეთქილებაზე საუბრობს ამბობს, რომ პოზიციებზე დანიშვნა არ ემყარება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს. პარტიის წევრები, გუნდში არსებულ დაპირისპირებას გამორიცხავენ . 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში