ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს

12 თებერვალი 2020, 09:52 881 ნახვა

ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. რეგისტრაცია 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

საარჩევნო კომისიის მდივნის ანუშ ხოჯიკიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ასლან ბჟანიას კანდიდატურა წარადგინა, მეორე კანდიდატია ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, მესამე კანდიდატი კი, პარტია „აკზაარიდან“, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბაა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა  სოხუმის ადმინისტრაციის დე ფაქტო მეთაურმა ქან კვარჭიამ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ასევე აღარ აპირებს მონაწილეობას დე ფაქტო ექსპრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

კანდიდატების რეგისტრაცია 22 იანვარს დაიწყო.  არჩევნები“ კი  22 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, 12 იანვარს, ოპოზიციის ოთხდღიანი პროტესტის შედეგად, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში