საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა - გამოხმაურება ევროპარლამენტში

12 თებერვალი 2020, 10:08 1107 ნახვა

კრიტიკა მხოლოდ კონგრესმენებს არ ეკუთვნით. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, გალერი ღიად აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა საფრთხეშია.

შეშფოთებულია ფაქტით ევროპარლამენტარი, ესპანელი დეპუტატიც. ნაჩო სანჩეს ამორი „ტვიტერის გვერდზე წერს, რომ  ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, მათ შორის უგულავა, რომელიც საკვანძო მონაწილეა, უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი და არა ციხეში“.  

მსგავსი შინაარსის კრიტიკული შეფასებები გამოაქვეყნა ბრიტანეთის საელჩომაც საქართველოში. გიგი უგულავას დაპატიმრების შედეგად გაჩენილ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზე  საელჩო განცხადებაში  ნათქვამია, რომ კითხვები ჩნდება როგორც პროცესის და დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში