ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა პარიზში

12 თებერვალი 2020, 15:00 1825 ნახვა

ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში.  დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის  ნახატები. გაეცნონ ამიკო ქავთარაძის ფოტოგრაფიას და დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებს.

არტ კაპიტალზე მონაწილე ხელოვანები ჟიურიმ  გასული წლის  ოქტომბერში შეარჩია. კულტურულ ღონისძიებაში 650 ფრანგი და საერთაშორისო ხელოვანი მონაწილეობს. არტ კაპიტალი წელს  საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში