საქართველოს მსგავსად ფეისბუქმა ყალბი ექაუნთები უკრაინაშიც გააუქმა, თუმცა იქ გვერდებს რუსული სპეცსამსახურები მართავდნენ

12 თებერვალი 2020, 17:16 1935 ნახვა

ფეისბუქმა უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპაში  ანგარიშები წაშალა, რომელსაც რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური მართავდა და მიზნად ისახავდა უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპაში ქვეყნების შესახებ ყალბი ნარატივის გავრცელებას.

საერთო ჯამში წაშლილია 78 ანგარიში, 11 გვერდი, 29 ჯგუფი „ფეისბუქში“ და ოთხი ინსტაგრამ ანგარიში. 

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ყალბი ანგარიშების უკან რუსული სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ისინი სხვადახხვა ინფორმაციების და ყალბი ფოტოებით საშუალებით ცდილობდნენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ანტიდასავლურ თემაზე და მათი უმეტესობა თავს ჟურნალისტად ასაღებდა" განაცხადა ფეისბუქის კიბერუსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნათანიელ ნათანიელ გლაიშერმა.

წაშლილი გვერდებისა და ანგარიშების გამოყენებით ხდებოდა ყალბი ამბების გავრცელება. გვერდის ადმინისტრატორები  პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები, იმიტირებდნენ მედიებს. სოციალური ქსელის გამოყენებით ხდებოდა არასანდრო ინფორმაციის გავრცელება, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების საქმე, რუსეთ-ყირიმის საქმე და კორუფციული ბრალდებები.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში