სასამართლო, პოლარიზებული გარემო, პოლიტპატიმრები - განცხადებები ევროპარლამენტში

12 თებერვალი 2020, 20:40 1464 ნახვა

ევროკავშირი, შვედეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, შტატების და ბრიტანეთის საელჩოები, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები - ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ახლა გიგი უგულავას დაკავება ბევრ კითხვას აჩენს - უფრო მეტიც უგულავას დაკავების გამო „ქართულ ოცნებას“ ახლა ევროპარლამენტის პარტნიორ პარტიაშიც აკრიტიკებენ.

მიუთითებენ დემოკრატიის საფრთხეზე, პოლიტიკოსების დევნაზე, მართლმსაჯულების სისუსტეებსა და საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ზოგიერთი ევროპარლამენტარი პოლარიზებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ზოგი კი ორივე მხარეს და კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

ზეწოლის შემდეგ ახლა ოპოზიციას დიალოგისკენ მმართველი გუნდი მოუწოდებს, უფრო მეტიც სტრასბურგში მყოფი კობახიძე ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას და ვითარების ადგილზე გარკვევას სთავაზობს. მმართველ გუნდს ახლა ევროპაში იმის მტკიცება უხდება, რომ ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა, შემდეგ გენერალურმა პროკურორმა და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ოპოზიციონერ ლიდერს განაჩენი მიუკერძოებლად გამოუტანა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში