უგულავას საქმეს ევროპარლამენტის მისია შეისწავლის

13 თებერვალი 2020, 18:11 1481 ნახვა

მართლმსაჯულება პოლიტიკური იარაღი არ არის -საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებენ ევროპარლამენტარები, რომ ოპონენტების გასაჩუმებლად სასამართლოს გამოყენება დაუშვებელია. ოთხ პოლიტიკოსს ინდივიდუალური გზავნილები აქვს. ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას ქვეყნაში ისევ და ისევ დემოკრატიის ხარისხის ვარდნას უკავშირებენ.

მას შემდეგ რაც გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკურ პატიმრობად შეფასდა, ევროპარლამენტარების ჩართულობით თბილისის ყოფილი მერის საქმეზე მისიის შექმნა გადაწყდა, სწორედ ეს საკითხი გახდა დღეს უკვე ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი. დროის მოგების და ცეცხლის დროებით ჩაქრობის მცდელობად აფასებს ახალ ინიციატივას ოპოზიცია, მათი უარყოფითი რეაქცია კი მმართველ გუნდს კითხვებს უჩენს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში