ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ერთობლივი დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა

13 თებერვალი 2020, 20:01 1367 ნახვა

საქართველოს რეპუტაცია საერთშორისო დონეზე დღეს კიდევ უფრო შეირყა, განწყობა საქართველოსადმი გაუარესებულია - ამაზე ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ. ფაქტია, რომ პირველად ისტორიაში ევროკავშირი-საქართველო ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდა - ევროპარლამენტარებმა ჯერ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი ჩააგდეს, შემდეგ კი არც ოპოზიციის კრიტიკულ შესწორებებს დაუჭირეს მხარი. “ამით ქვეყანა არ დაქცეულა.

ეს არ ნიშნავს ყველაფრის დასასრულს” – აცხადებენ უმრავლესობის წარმომადგენელები. თუმცა ამასთან, ამის გამო ოპოზიციას ადანაშაულებენ დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარემ კი ფაქტს დასანანი უწოდა და განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არ იყო კონსტრუქციული. რა მოხდა სტრასბურგში, „ქართული ოცნების“ ლიდერების ვიზიტის მიუხედავად და რა განცხადებები გაკეთდა ოფიციალურ თბილისში...

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში