დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა - შეზღუდვები გზებზე და ელექტრომომარაგებაში

14 თებერვალი 2020, 12:10 1739 ნახვა

უხვმა ნალექმა აჭარის მაღალმთიანეთში სერიოზული პრობლემები შექმნა. ჩაკეტილია შიდა საუბნო გზები, შეზღუდვებია ცენტრალურ მაგისტრალსა და ენერგო მომარაგებაში, შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა ხულოსა და სოფლების უმეტესობას. გაწმენდით სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის  ტექნიკა აწარმოებს.  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, რამდენიმე დღეა ინტენსიური თოვაა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში