ქართულმა დელეგაციამ მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

16 თებერვალი 2020, 18:03 1136 ნახვა

საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას- საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუნხენის კონფერენციაზე, საქართველოს რამდენჯერმე გაჟღერდა ამ კონტექსტში. 

დავით ზალკალიანის თქმით, კონფერენციაზე აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე, ოკუპაციაზე. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. 14-16 თებერვალს კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს მართავდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში