ირაკლი შოთაძის მოსმენამდე 2 საათით ადრე, პარლამენტთან აქტივისტებმა ბოტასები მიიტანეს

17 თებერვალი 2020, 12:00 1244 ნახვა

ორ საათში პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ.

როგორც აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ბოტასები კედელზე მიამაგრეს, როგორც რეჟიმის სიმბოლო“. ოპოზიცია  მომდევნო დღეებში, საკომიტეტო მოსმენაზე და პლენარულ სხდომაზე მწვავე განცხადებებს გააკეთებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში