პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტში მივიდა

17 თებერვალი 2020, 14:12 1805 ნახვა

"უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს, ჩემი მხარდაჭერისთვის. დღეს გრძელდება გენერალური პროკურორის შერჩევის კონკურსი, კომიტეტის წინაშე წავრსდგები. ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ სუბარს კომიტეტთან, რაც მე გამაჩნია პროკურატურის რეფორმირების გზაზე. ახლა ვაგვიანებ კომიტეტზე, მოგვიანებით კი აუცილებლად ვუპასუხებ ნებისმიერ კითხვას, რომელიც აქვს ჟურნალისტებს" - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

ირაკლი შოთაძეს პარლამენტთან აქციით დახვდნენ, საკანონმდებლო ორგანოსთან ზვიად კუპრავა და კიდევ სხვა აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომელებიც პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი არ დაუშვა. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორი უკვე იყო, მან უწყება გასული წლის მაისში დატოვა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში