ხმაური იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

17 თებერვალი 2020, 18:14 1348 ნახვა

ხმაური გარდაუვალი იყო და ასეც მოხდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის როლში ირაკლი შოთაძის მოსმენა კიდევ ერთხელ მოუხდათ დეპუტატებს. ოპოზიციური პარტიის წევრები სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ, რადგან შოთაძეს ივანიშვილის მონად მოიაზრებენ. მათ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბუკლეტები დაარიგეს. მოსმენას, ისევ და ისევ არ ჩაუვლია აქციის გარეშე. პარლამენტის შიგნით შოთაძეს უსმენდნენ, გარეთ კი აქტივისტები მის კანდიდატურას აპროტესტებდნენ, რასაც დაპირისპირების და ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში