ოპოზიცია ირაკლი შოთაძისთვის კენჭისყრის პარალელურად ხვალ პარლამენტთან სირცხვილის დერეფნებს მოაწყობს

17 თებერვალი 2020, 20:01 1322 ნახვა

ოპოზიცია გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძისთვის კენჭისყრის პარალელურად ხვალ პარლამენტთან სირცხვილის დერეფნებს მოაწყობს - დისკომფორტის შექმნა მმართველი გუნდისთვის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღესაც სცადეს. მაგრამ საპასუხოდ მიიღეს, რომ ეს იყო დესტრუქცია. კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებს შოთაძის, რომელმაც აღიარა ივანიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე დასწრება, არ სჯერათ. ფიქრობენ, რომ იგი ვერ იქნება მიუკერძოებელი და პირდაპირ შეასრულებს ივანიშვილის დავალებებს.

მმართველი გუნდი კი პირიქით, სჯერა და ფიქრობს, რომ შოთაძე „პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცია“ - ასე თქვა დღეს ერთ-ერთმა დეპუტატმა. წინასწარი განწყობის მიხედვით უკვე გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ გადამდგარ პროკურორს ხვალ სავარაუდოდ უკან დააბრუნებს. თავად შოთაძე კი ამისთვის მზადაა და კრიტიკის უკან პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში