არმაზ ახვლედიანის სარჩელი

19 სექტემბერი 2016, 00:00 4142 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში არმაზ ახვლედიანის სარჩელთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს. მხარეებმა არგუმენტები წარმოადგინეს სადავო ნორმის კანონიერებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკრებულო განკარგულების მიღების დროს გასცდა თუ არა საარჩევნო კოდექსის ნორმებს. დამოუკიდებელი კანდიდატი ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის 28-ე დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის თანახმად იზღუდება საარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. არმაზ ახვლედიანის საარჩევნო  ბანერი ჭავჭავაძის  9 სექტემბერს ჩამოხსნეს, რაზეც არმაზ ახვლედიანმა საქმე სასამართლოში შეიტანა.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში