ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

19 სექტემბერი 2016, 00:00 2268 ნახვა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი დაიკითხა. როგორც მოწმემ აღნიშნა, როდესაც ის ავტოსადგურში მივიდა, სამი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო, მათ წინ იარაღი ეყარა, ხოლო ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე შალვა თათუხაშვილი, გიორგი დგებუაძე და სხვა პირები. მისივე თქმით მოგვიანებით დავით ჩხატარაშვილისგან, რომელიც დათა ახალაიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მიიღო დავალება, რომ მოეძებნა აღნიშნული სპეცოპერაციისთვის ცრუ მოწმეები. შეგახსენებთ,  ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ აქვთ.

ამავე კატეგორიაში