"სასოწარკვეთილი „ნაციონალი დიასახლისები“ - ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ ქალებზე

18 თებერვალი 2020, 18:38 1563 ნახვა

''ვიცით, სასოწარკვეთილი დიასახლისები და ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი დიასახლისები“, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით საბჭოთა კავშირის და რუსეთის  ჰიმნს დაატარებენ,  საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის“ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ეს რეპლიკა ოპოზიციის წარმომადგენლების ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის მისამართით გამოიყენა, რომლებიც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას აკეთებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში