„Prada“ იაპონიაში დაგეგმილ მოდის ჩვენებას კორონავირუსის გამო გადადებს

18 თებერვალი 2020, 19:22 2513 ნახვა

იტალიური მოდის სახლი „პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის გამო დროებით გადადებს.

უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: შოუ, რომელიც იაპონიაში 21 მაისს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის არსებული მდგომარეობის გამო გადაიდება“ 

მოდის სახლში იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება და იაპონიაში შოუს ჩაატარებენ, რადგანაც მათთვის იაპონიის ბაზარი, ძალიან მნიშვნელოვანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში