თამარის დასახლებაში გზის კაპიტალურ შეკეთებას ითხოვენ

18 თებერვალი 2020, 20:39 1615 ნახვა

ძლიერი ყინვისა და თოვლის შედეგად დაზიანდა ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. ალაგ-ალაგ ორმული შეკეთება დაწყებული აქვს ბათუმის მერიას საკუთარ საზღვრებში, ცენტრალურ გზაზე ინფრატსრუქტურის მოსაწესრიგებლად კი გზების დეპარტამენტი ამინდს ელოდება. კვლავ პრობლემურია ბარცხანის მთავარი ხიდი. გადასასვლელი, რომ ამორტიზებულია ეს დიდი ხანია იციან ქალაქის მთავრობაში.

გასულ წელს ორი ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ ორივე ჩავარდა. წელს გაორმაგებული თანხით ახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება, თუმცა ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ახალ დასკვნას ელოდებიან. ბოლო დასკვნით ხიდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისი რეაბილიტაციისთვის კვალიფიკაცია და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში