მრჩეველთა საბჭომ მოადგილეების შტატები გააუქმა

19 თებერვალი 2020, 20:40 1882 ნახვა

მაუწყებელში არსებული ბევრი პრობლემის და გამოწვევის ფონზე, ცვლილებებს დირექტორი ისევ სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირების გავლენების შესუსტებით აგრძელებს.  ვრცელი ამბავი ასეთია - ფაქტია, რომ თანამშრომელთა და არამხოლოდ თანამშრომელთა ნაწილის პროტესტის მიუხედავად მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა მაუწყებელში 6 შტატი გააუქმა.

გაუქმდა პოზიციები შემოქმედების და ახალი ამბების მიმართულებით.  ვსვამთ კითხვებს - რატომ, რის საფუძველზე, ვინ მოიკვლია საჭიროებები, ვინ იყო ამაში ჩართული, რატომ არ გაიარეს კონსულტაციები თანამშრომლებთან, რატომ არ ამბობს დირექტორი დღესვე რას შესთავაზებს თანამდებობა გაუქმებულებს.  ამ კითხვებზე დამსწრეთა ნაწილისთვის დირექტორის პასუხები დღეს იყო გაუგებარი, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი. თანამშრომელთა ნაწილისთვის კი მისაღები და მისასალმებელი.

ისინი ბორდს და დირექტორს აშკარა მხარდაჭერას უცხადებდნენ, შინაარსის შექმნაზე პასუხისმგებელი პირები კი პასუხებს ითხოვდნენ. ჟურნალისტებისა და მესამე სექტორისთვის გაუგებარი და უსაფუძვლო პასუხების ფონზე - რა გაიგეს მრჩევლებმა, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს და განხილვისთვის რამდენიმე დღითაც კი არ გადადეს საკითხი?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში