თანამდებობა გაუქმებული თანამშრომლები ახალი შეთავაზების მოლოდინში

19 თებერვალი 2020, 20:25 1654 ნახვა

დირექტორს დღეს რამდენჯერმე ჰკითხეს, რატომ არ აკონკრეტებს რას სთავაზობს თანამშრომლებს, რატომ არ აკონკრეტებს მაგალითად ეწერება თუ არა ახალი ამბების სამსახურის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილის ახალ ხელშეკრულებაში - მთავარი გამოშვების რედაქტორი და არა რიგითი. 

ექნება თუ არა იგივე უფლებები და გავლენა მაგალითად გიორგი მურვანიძეს? რა ხდება ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილის ხელშეკრულებაში - არცერთს გიორგი კოხრეიძემ პასუხი არ გასცა და თქვა, რომ ახალ ხელშეკრულებებს ორშაბათისთვის მოამზადებს. სწორედ 24 თებერვალს შედის ძალაში დღევანდელი გადაწყვეტილებაც.

ასე რომ ამ დღეს გავიგებთ რას ჩაწერენ გათავისუფლებულების სამუშაო აღწერილობაში. სარედაქციო დამოუკიდებლობის ვექტორის შეცვლის და ჩარევის საფრთხედ შეფასებული გადაწყვეტილების შემდეგ, რა გეგმა აქვთ ახლა თანამშრომლებს და რა დაარქვეს დღევანდელ სხდომას მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში