ირანში კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ადამიანი გარდაიცვალა

19 თებერვალი 2020, 21:06 1954 ნახვა

ირანში ქალაქ ყუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დღეს, ირანში ქალაქ ყუმში ორ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

ინეთის გარეთ კორონავირუსი 26 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ეგვიპტე 1, ტაილანდი 35, იაპონია 59, სინგაპური 77, ტაივანი 22, მალაიზია 22, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 31, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 9, ვიეტნამი 16, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 3, ინდოეთი 3, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 12, გერმანია 16, იტალია 3, გაერთიანებული სამეფო 9, რუსეთი 2, ბელგია 1, ფინეთი 1, ესპანეთი 2, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 15, კანადა 8, ავსტრალია 15.

კორონავირუსი დეკემბრის შუა რიცხვებიდან გავრცელდა. ეპიცენტრი უხანის პროვინცია იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში