ვანო მერაბიშვილის ბრალი

20 თებერვალი 2020, 20:16 2233 ნახვა

მერაბიშვილმა შთანთქმის პრინციპით ჯამში 6 წელი და 9 თვე მოიხადა. მას ბრალი წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის რამდენიმე ეპიზოდში ჰქონდა მისჯილი. მათ შორის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, აქციების დარბევისთვის, უკანონო ქონების ჩამორთმევისთვის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ეპიზოდსა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე.

ციხეში ჩასმული მერაბიშვილი აქტუალური იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის - ოღონდ მისი საკნიდან გაყვანის და ფსიქოლოგიური ზეწოლის კონტექსტში.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში