"მერაბიშვილი ერთადერთი თანამდებობის პირია, რომელმაც ციხე ყველაზე დიდხანს ხეხა" - დავით ბერძენიშვილი

20 თებერვალი 2020, 20:46 2235 ნახვა

გადაცემა მთავარის“ ეთერში დავით ბერძენიშვილმა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა და თქვა რომ: 

"რამდენიმე დღეში ვანო მერაბიშვილის საკითხი აქტუალური არ იქნება, ისევე როგორც ბევრი სხვა თემაა... აქვს თუ არა მას, ამდენი დანაშაულის ჩადენის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნების "უფლება" ეს უნდა კითხოთ იმ პარტიებს, ვისთანაც ექნება აქტიური კომუნსულტაციები. ერთი უნდა ვთქვა, მე არ ვეფარები არავის, ჩამოვთვალე კიდეც მისი დანაშაულები, თუმცა მან მოიხადა 6.9 თვე, ეს ცოტა არ არის. უნდა ვთქვა ისიც, რომ ის ერთადერთი თანამდებობის პირია, რომელმაც ციხე ყველაზე დიდხანს ხეხა"

ვანო მერაბიშვილს ბრალი წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის რამდენიმე ეპიზოდში ჰქონდა მისჯილი. მათ შორის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, აქციების დარბევისთვის, უკანონო ქონების ჩამორთმევისთვის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ეპიზოდსა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში